დუკანური პური კოხტას რეცეპტით
მასალა:
შვრიის ქატო - 2 სუფრის კოვზი
ხორბლის ქატო - 2 სუფრის კოვზი
სახამებელი - 2 სუფრის კოვზი
გამაფხვიერებელი 1/2 ჩაის კოვზი
კვერცხი 2 ცალი კრემხაჭო (ან კეფირი)1 სავსე სუფრის კოვზი მარილი გემოვნებით
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი დავაბლენდეროთ ან კოვზით მოვზილოთ. გამოვა საშუალო სისქის მასა. სილიკონის ფორმებში გავანაწილოთ თითო სუფრის კოვზი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.
დუკანური პური (მეორე ფაზიდან)
მასალა
შვრიის ქატო - 4 ს/კ
ხორბლის ქატო - 2 ს/კ
გლუტეინი - 4 ს/კ ან სიმინდის სახამებელი 2 ს/კ
რძის ფხვნილი - 1 ს/კ
კვერცხი - 2 ცალი
კრემხაჭო - 1 ს/კ
რძე - 100 მლ
გამაფხვიერებელი - 1,5 ჩ/კ
მარილი გემოვნებით
მომზადება
ყველა ინგრედიენტი დავაბლენდეროთ ან კოვზით მოვზილოთ. გამოვა საშუალო სისქის მასა. სილიკონის ფორმებში გავანაწილოთ თითო სუფრის კოვზი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში. ან მოვათავსოთ ერთ დიდ ყალიბში. ასეთ შემთხვევაში ცხობის დრო გავზარდოთ 30-40 წუთამდე. ამავე ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ მაფინები. მარილის ნაცვლად დაუმატეთ გემოვნებით დამატკბობელი, ლიმონის ცედრა ან რომელიმე არომატიზატორი.
ქათმის ფილე ტომატის და სოიოს სოუსში შირატაკის მაკარონით
500 გრ ქათმის ფილე
3 ს/კ უშაქრო ტომატის პასტა
1,5 ს/კ უშაქრო სოიოს სოუსი
შირატაკის მაკარონი
მარილი/პილპილი გემოვნებით
ფილე დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვთუშოთ "ტეფალის" ტაფაზე უზეთოდ. ტომატის პასტა და სოიოს სოუსი ავურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ მარილი/პილპილი და დავასხათ მომზადებულ ფილეს. დავახუროთ სახურავი ტაფას და დავტოვოთ ცეცხლზე რამოდენიმე წუთით.
მოვხარშოთ შირატაკი, გადავწუროთ და დავაყაროთ მომზადებულ ფილე. კარგად ამოვურიოთ და კერძიც მზადაა !!
დასაშვებია მეორე ფაზიდან შერეულ დღეებში (და არ მკითხოთ ეხლა რატომო - შემადგენლობის გამო).
ქათმის ფილე მდოგვით და პომიდვრით
500 გრ ქათმის ფილე
1-2 პომიდორი
1 ხახვი
1-2 კბილი ნიორი
1 ს/კ უშაქრო მდოგვი
მარილი, პილპილი გემოვნებით
1. ქათმის ფილე დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად და დავალაგოთ საცხობ ფორმაზე ( ე.წ. "ჟარონაზე", მე შუშის მაქვს).
2. წვრილად დავჭრათ ხახვი და ნიორი. დავამატოთ ქათმის ფილეს მდოგვთან, მარილთან და პილპილთან ერთად და კარგად ავურიოთ.
3. შევდგათ ღუმელში 20 წუთით 180 გრადუსზე
4. პომიდორს გავაცალოთ კანი. გავჭრათ შუაზე. გამოვადინოთ ზედმეტი წყალი და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად.
5. დაჭრილი პომიდორი დავამატოთ ქათმის ფილეს და შევაბრუნოთ ღუმელში კიდევ 15 წუთით.
დასაშვებია მეორე ფაზიდან.
ხაჭოს ღრუბლები
4 კვერცხი
100 გრ ხაჭო
მწიკვი მარილი
ცილა გააცალკევეთ კარგად გათქვიფეთ და დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, ფირფიტაზე დაასხით კოვზით მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ძეხვი ან ყველი და დაადეთ ზმოდან კოვზით ციდევ ცომი ( თუ რაცაა;))) ) და გამოაცხვეთ 150 გრ ზე 20-25 წუთით!
ქათამი ბოსტნეულით
ქათმის ფილე დავჭრათ წვრილად,მოვაყაროთ სვანური მარილი, მოვასხათ ლიმონის წვენი და შევწვათ ტაფაზე უცხიმოდ (კარგად იწვება) ცალკე მეორე ტაფაზე ერთ ჩაის კოვზ ზეთში მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ ყვავილოვანი კომბოსტო,ფერადი ბულგარულები,სტაფილო(მე ბონდუელის კონსერვი მქონდა) მწვანე ხახვი და კიდევ ნებისმიერი ბოსტნეული თქვენი სურვილით,მოვაყაროთ სვანური მარილი,შავი პილპილი,ხმელი ქინძი და რამდენიმე წუთში დავამატოთ წინასწარ შემწვარი ქათმის ნაჭრები.
შეგვიძლია მივირთვათ მეორე ფაზის შერეულ დღეებში.
ისპანახი
1 კგ. ისპანახი
4-5 ღერი ქინძი და კამა
1 ც. პატარა ხახვი
1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
100 გრ. კრემხაჭო (მე ცოტა ნაკლებს ვუშვები)
მარილი და პილპილი გემოვნებით
გავრეცხოთ და ადუღებულ წყალში მოვათავსოთ ისპანახი 3-5 წუთის განმავლობაში.
ამოვიღოთ, გავწუროთ კარგად და დავკეპოთ.
ზეითუნის ზეთში მოვთუშოთ ხახვი და დავუმატოთ ისპანახს, დაჭრილ მწვანილთან ერთად. შევაზავოთ კრემხაჭოთი და დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
დასაშვებია მეორე - მონაცვლეობის ფაზიდან. (მე ხახვი არ მოვთუშე ცოცხლად ვუქენი და ძაან კაი იყო)
ნამდვილი სირინიკები
🔘 200გრ უცხიმო ხაჭო
🔘 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
🔘 1 ს/კ უცხიმო რძის ფხვნილი
🔘 1ც კვერცხის გული (ცილით გამოდის ცოტა თხელი მარა ეგრეც შეიძლება)
🔘 დამატკბობელი გემოვნებით (ბევრი არ მოგივიდეთ ნაკლებად ტკბილი უფრო გემრიელია)
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიერთ მიღებული მასა უნდა იყოს მშრალი და შედარებით სქელი. ტაფა კააარგად გააცხელეთ და 1 წვეთი ზეთი წაუსვით რომ არ მიეკრას. ხელი კარგად დაისველეთ და მრგვალი ფორმები დასვით გაცხელებულ ტაფაზე, ძალიან არ დააბრტყელოთ ცოტა სქელი უფრო გემრიელი გამოდის. გამოაცხვედ მინიმალურ ცეცხლზე ორივე მხრიდან თავდახურულ ტაფაზე. არ იჩქაროთ ამობრუნება ცოტა დრო სჭირდება.
ყაბაყისა და ყვავილოვანი კომპოსტოს სუპ-პიურე
500 გრ. ყვავილოვანი კომპოსტო
1-2 ცალი ყაბაყი
2 პატარა ზომის პომიდორი
1 ხახვი
ქინძი
1 ჩ/კ ზეითუმის ზეთი
მარილი, პილპილი გემოვნებით
1. გავრეცხოთ და ყვავილებად დავშალოთ კომბოსტო. გავთალოთ ყაბაყი და დავჭრათ კუბიკებად. მოვათავსოთ ადუღებულ წყალში და ვხარშოთ ბოსტნეულის დარბილებამდე.
2. წვრილად დავჭრათ ხახვი და მოვწვათ 1ჩ/კ ზეითუნის ზეთში. პომიდორს გავაცალოთ კანი, დავჭრათ კუბიკებად და დავამატოთ ხახვს და მოვთუშოთ ერთად.
3. მოხარშული ბოსტნეული და ტომატის მასა შევურიოთ ერთმანეთს და დავაბლენდეროთ. თუ მასა სქელია, დავამატოთ წყალი, მაგრამ არ უნდა გამოვიდეს თხელი, უნდა იყოს პიურეს კონსისტენციის. დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მზა კერძს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.
დასაშვებია მ ე ო რ ე - მონაცვლეობის ფაზიდან !!
ლენას ბლინები
2 კვერცხი,
2 ს/კ სიმინდის სახამებელი
100 გრ. უცხიმო რძე
1 სავსე ს/კ კრემხაჭო
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
შაქრის შემცვლელი გემოვნებით
მწიკვი მარილი
1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთმანეთში, ბოლოს დავამატოთ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი. კარგად გახურებულ ტაფაზე (რომელიც არ იკრავს) დავასხათ ცომი ე.წ. პატარა ჩამჩა კოვზით და შევწვათ ბლინი ორივე მხრიდან.
თუ ლენას ვენდობით, ბლინები ადვილად ტრიალდება და არ იხევა. მოცემული ინგრედიენტებიდან გამოდის დაახლოებით 10 ცალი ბლინი.
გემრიელად მიირთვით !!
დასაშვებია მ ე ო რ ე - მ ო ნ ა ც ვ ლ ე ო ბ ი ს ფაზიდან.
ყვავილოვანი კომბოსტოს კატლეტი
500 გრ ყვავილოვანი კომბოსტო
2 ც. კვერცხი
3-4 ღერი ოხრახუში, ქინძი და კამა
1 ც. ხახვი
1 ს/კ სიმინდის სახამებელი
მარილი, პილპილი გემოვნებით
ყვავილოვანი კომბოსტო დავჭრათ ყვავილებად და რამოდენიმე 3-5 წუთი მოვათავსოთ მარილიან ცხელ წყალში.
მოწალული კომბოსტო, ხახვი, მწვანილები დავაბლენდეროთ. მიღებულ მასას შევურიოთ სიმინდის სახამებელი, კვერცხი, პილპილი და მარილი.
გამოვაცხოთ "ტეფალის" ტაფაზე ორივე მხრიდან.
დასაშვებია მეორე - მონაცვლეობის ფაზიდან !!
თინუსის კატლეტები
1 ცალ თინუსის (ტუნას) კონსერვს, რომელიც თავისსავე სოუსშია, დაუმატეთ 1 ცალი კვერცხი, ძალიან ცოტა მარილი, რადგან კონსერვი შეიცავს, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა, 2-3 კბილი ნიორი და ნახევარი ხახვი. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ და შეწვით თავდახურულ ტაფაზე უცხიმოდ დაბალ ცეცხლზე.
სოკოს წვნიანი
ადუღებულ წყალში ჩაყარეთ საშუალო ზომებად დაჭრილი ნახევარი კგ. ქამა სოკო და ხარშეთ 20-25 წთ. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 საშუალო ზომის გახეხილი სტაფილო, 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა; რომ წამოდუღდება დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ან 1 ცალი პომიდორი, მარილი გემოვნებით, 1 კონა კამა და ოხრახუში. შეგიძლიათ დაამატოთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
ძალიან გემრიელია! მეორე ფაზაში
სოუსი
1.ც ნიორის კბილი
2.ცალი საშუალო ზომის კიტრის პიკული
250 გრ უცხიმო ხაჭო
100 გრ იოგურტი
კამა, პილპილი და მარილი
აურიეთ ეს ყველაფერი კარგად და მიირთვით ყველა ფაზაში
ბლინები:
💥 200 გრ უცხიმო ხაჭო
💥1 სკ სიმიმდის სახამებელი
💥1 სკ უცხიმო რძის ფხვნილი
💥ერთი კვერცხის გული
💥 ვანილი
💥შაქრის შემცვლელი გემოვნებითაურიეთ ეს ყველაფერი ერთად , ცომი უნდა იყოს მშრალი, კარგად გააცხელეთ ტაფა, ხელი დაისველეთ და ხელით დასვით ტაფაზე. შემდგომ დაუწიეთ ცეცხლს და ტაფას თავზე საახურეთ:)
მიირთვით ყველა ფაზაში,
ქათმის სალათა მეორე სა შემდომი ფაზა:
1 ცალი მოხარშული ქათმის ფილე, 1, ცალი წითელი ბულგარული და ნახევარი კიტრი( გულები ამოვაცალოთ) ფილადელფიას უცხიმო კრემ ყველი შევანელოდ სურვილისამებრ , და ავურიოთ. მოვაყაროთ კამა და პილპილი:) მარტივი დ. გემრიელი
ლაზანია დუკანურად.
2 ცალი ყაბახი დავჭრად თხლად. რაშიც ვაცხობთ მოვუსვათ ერთი წვეთი ზეთი.დავფინოთ ყაბაყი. მოვუსვათ 1 კვერცხის და მაწვნის ნაზავი. მოვაყაროთ უცხიმო ფარში ხახვით,ბულგარული, პომიდვრით და ნივრით, სუნელებით,მარილით მოშუშული. ცოტა სოკო უცხიმო მოშუშული.დავახეხე ძალიან ცოტა დაბალ % ყველი. თუ ყველი არ გაქვთ ხაჭო შეიძლება.ისევ ყაბაყი და გავიმეოროთ მეორე ფენა. ბოლოს დარჩენილი მაწონი მოვაწუწოთ ცოტა ყველი და გაზქურაში 180 გრადუსზე. სანამ ყაბაყი არ დარბილდება. ცოტა ხრაშუნა დატოვა
ქათმი ტომატში
ავიღოთ ვიფლე ან ქათმის ბარკლები(თუ ბარკლებით აკეთებთ კანი უნდა მოაძროთ და ბარკლის ძვალი უნდა მოჭრათ ისე რომ ნაჭერი მიიღოთ) ,დავჭრათ პატარა ნაჭრებად და დავაბასტურმოთ შემდეგნაირად, 1ს.კ ტომატი ,მარილი და შავი წიწაკა.ტაფა გავახუროთ დავაწყოთ ქათმის ნაჭრები
დავასხათ ცოტა წყალი და თავი დავახუროთ,წყალი რომ დაუშრება ხშირად ამოვაბრუნოთ რომ არ დაგვეწვას,თუ დიეტაზე არ ხართ მაშინ მოასხით ცოტა ზეთი და შებრაწეთ.
გოგრის კრემსუპი
გოგრა 0.5 კგ.
ხახვი 150 გრ.
ნიორი 10 გრ.
ზეთი 1 ჩ.კ
ძმარი 10 მილ.ლ
მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით
გოგრა გარეცხეთ, დაჭერით დიდ ნაჭრებად და მოხარშეთ ცოტაოდენ წყალში.
მოხარშულ გოგრას მოაცალეთ კანი და დაჭერით წვრილ ნაჭრებად. ხახვი დაჭერით წვრილ ნაჭრებად და მოშუშეთ ზეთში. დაამატეთ გოგრის ნაჭრები, გოგრის ნახარში, ნიორი და დააბლენდერეთ მასა ან გაატარეთ ის ხორცის საკეპ მანქანაში.
თუ სუპი გამოგივიდათ სქელი, დაამათეთ გადადუღებული წყალი.
ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე. წამოდუღებისთანავე დაამატეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. ბოლოს მოასხით წვნიანს ძმარი.
კერძი შეგიძლიათ მორთოთ წვრილად დაჭრილი კამით და მოაყაროთ გოგრის გარჩეული და მოხალული თესლები.
შვრიის ხრაშუნა "პეჩენიები"
3 კვერცხი
4 ს/კ შვრიის ქატოს ფქვილი (იფქვება ელექტრო ყავის საფქვავში)
შაქრის შემცვლელი გემოვნებით
1 ს/კ ლომონის ცედრა
უშაქრო ვანილი
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
კვერცხის ცილა ავთქვიფოთ ცალკე, სანამ არ მივიღებთ თეთრ, ფუმფულა მასას.
კვერცხის გული ავთქვიფოთ შაქრის შემცვლელთან, ლიმონის ცედრასთან, გამაფხვიერებელთან და ვანილთან ერათად.
მიღებული მასა ჩავასხათ ცალე ათქვეფულ ცილაში. შემდეგ დავამატოთ შვრიის ქატოს ფქვილი და კარგად ამოვურიოთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა.
გამოვაცხოთ საცხობ ქაღალდზე ღუმელში, 180-200 გრადუს ტემპერატურაზე, 15 წუთის განმავლობაში.
დასაშვებია პირველი - შეტევის ფაზიდან.
დუკანური მაფინები
🔷შეტევა
🔹 1,5 კოვზი ქატო
🔹4 ც დამატკბობელი
🔹1 ც კვერცხი
🔹1/2 ყავის ჭიქა რძე
🔹1/2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
🔹 1 კ. ყავა
ავურიოთ-დავურიოთ ეს ყველაფერი, ვაცხობთ 15 წუთი
კექსი
4 სუფრის კოვზი შვრიის ქატო, 4 სუფრის კოვზი კეფირი, 2 კვერცხი, 1 ჩაის კოვზი კაკაო, 5 აბი დამატკბობელი, ნახევარი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, დანის წვერით მიხაკი, დარიჩინი, ილი და ვანილი. დავაბლენდერე და გამოვაცხე მიკროტალღურში ხუთი წუთით. შვრიის ორი დღის დოზა მეორე ფაზაში.
ჩიზქეიქი !!
(2 პორცია ანუ ყველა ერთად არ უნდა შეჭამოთ )
✅ 5 კვერცხის ცილა
✅ 2 კვერცხის გული
✅ 5 ს/კ კრემხაჭო (ვინც საქართველოში არ არის უცხიმო ნატურალური იოგურტი)
✅ 2 ჩ/კ სიმინდის სახამებელი
✅ 2 ჩ/კ ლიმონის წვენი
✅ 2 ჩ/კ სტევია ან შაქრის სხვა შემცვლელი გემოვნებით
✳ გამოცხობის დროს ჭურჭელს შეგიძლიათ წაუსვათ მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთი, რეცეპტში წერია 1/8 ჩაის კოვზი, მაგრამ მე გირჩევთ ცხიმი საერთოდ არ გამოიყენოთ, არაფერში ჭირდება შუშის ჭურჭელს ან სილიკონის ფორმას
საშუალო ზომის ჭურჭელში, ერთმანეთში აურიეთ კვერცხის გული, სიმინდის სახამებელი, ლიმონის წვენი, შაქრის შემცვლელი და კრემხაჭო, ისე რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა, ისე რომ კარგად გაფუვდეს და ამოვიდეს. შემდეგ ფრთხილად შეურიეთ კრემხაჭოიან მასას და კარგად ამოურიეთ.
გადაიტანეთ გამზადებულ ჭურჭელში და გამოაცხვეთ მიკროტალღურ ღუმელში 12 წუთის განმავლობაში საშუალო ტელპერატურაზე.
მომზადების შემდეგ გააგრილეთ, თავი დაახურეთ და შედგით მაცივარში 2 საათით. მიირთვით ცივი.
✅ დასაშვებია მეორე - მონაცვლეობის ფაზიდან !!
შეგიძლიათ მიირთვათ მეორე ფაზის როგორც ბოსტნეულის, ასევე ცილის დღესაც, მაგრამ არა შეტევის ფაზაში ‼
შოკოლადის პუდინგი
300 მლ რძე, 1ჩ/კ კაკაო, 1ს/კ სიმინდის სახამებელი, 5-6 აბი დაფხვნილი დამატკბობელი, ცოტა ვანილი, 1 ცალი კვერცხის გული. ეს ყველაფერი ერთად ავურიე და დავდგი დაბალ ცეცხლზე თან სულ ვურევდი და ცოტა რომ შეთბა დავამატე ცოტა ხსნადი ყავა, კარგი არომატი მისცა. ვურევდი სანამ არ შესქელდა და შემდეგ შეგიძლიათ გადაიტანოთ ფორმებშიც და გააციეთ .
💥 350 გრ კრემ ხაჭო (უცხიმო)
💥200 მლ უცხიმო რძე
💥 10 გრ ჟელატინი
💥 შაქრის შემცვლელი გემოვნებით
💥 1 სკ ფორთოხლის ცედრა
ხაჭოს დავამატოთ დამატკბოველი, ვანილო, და ფორთოხლის ცედრა.
რძეში გავხსნათ ჟელატინი. მდუღარე წყალში პატარა თასით ჩავდგათ რძე ჟელატინით. სულ რომ გიხსნება ჟელატინი შევაგრილოთ. დავამატოთ ხაჭოს , ჩავასათ ფორმბი და 2 საათი მაცივარში შევდგათ... აი ძალიან გემრიელონბა ყველა ფაზისათვის...
ბლინები
✔️1 ც. კვერცხი
✔️დარიჩინი ჩკ წვერით
✔️1 სუფრის კოვზი უცხიმო იოგურტი (ან კრემხაჭო)
✔️ნახევერი ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
✔️ 2 სკ შვრიის ქატო
✔️ 1 სუფრია კოვზი სტევია. მე ნაკლები ვუყავი.
აურიეთ ყველა ეს ინგრედიენტი და საჩუალო ცეცხლე გამოაცხვეთ ორივე მხრიდან. როგორ კი ბლინები ბუშტებს გაიკეთებენ უნდა ამოატრიალოთ რომ არ დაიწვას:)
ყველა ფაზაში შეგიძლიათ ჭამოთ.
მაფინები
✔️ 1ცალი კვერცხი
✔️ 3 სკ რძის ფხვნილი
✔️ 1 ჩკ სიმინდის სახამებელი ( შეიძლება სახამებლის გარეშეც)
✔️ 1/4 ჩკ გამაფხვიერებელი
✔️ 1 სკ კაკაო
✔️ დამატკბობელი გემოვნებით
✔️ ვანილი
✔️ ნუშის არომატიზატორი
აურიეთ ყველაფერი ერთად კარგად . გადაანაწილეთ ფორმებში და გამოაცხვეტ მიკროტალღურ ღუმელში.
🕐 ცხვება 1:30 წუთი
ქატოს კექსუნია
ქატო დავფქვი ბლენდერში,უფრო ფქვილისებური მასა რომ ყოფილიყო.ავიღე ასე დაფქული 4 სუფრის კოვზი+1 პაკეტი ხაჭო(კარაქებივით შეფუთული რომ იყიდება,დაახლ.200გრ)+4 კვერცხი+15 აბი დამატკბობელი+ნახევარი ჭიქა რძე უცხიმო+გამაფხვიერებელი ნახევარი ჩაის კოვზი.ამ ყველაფერს ერთად დააბლენდერებთ,ჩაასხამთ ფორმებში და ძალიან დაბალ ცეცხლზე,ტორტის ბისკვიტი რო ცხვება,გამოაცხობთ.ეს არის 2 დღის პორცია.
ყავის ტორტი კარკადეს ჟელეთი.
4ს.კ. შვრიის ქათო(დაფქული),2ს.კ. ხორბლისქატო(დაფქული),3ს.კ.რძის ფხვნილი, 3ც. კვერცხი,1ც,იოგურტი(ნატურალური) ან 100გრ.ხაჭო,1ჩ.კ.კაკაო,1ჩ.კ.გამაფხვიერებელი, შაქ.შემცვლელი. ჯერ ცილა ამოგვყავს და ვამატებთ დანარჩენ ინგრედიენტებს ვაცხობთ მთლიან ბისკვიტს და მერა ვყოფთ 4 ფენად ან ვაცხობთ 2 ფენად და მერე თითოეულს ვჭრით შუაზე. კრემი:100მგ. მაგარი ყავა.200გრ.ხაჭო,2ც.კვერცხი, შაქშემც. ყველაფერს ავურევთ და შევდგამთ მაცივარში. მზა ფენებს გავკრემავთ, შუაში წავუსვათ წინასწარ მომზადებული და მერე ოდნავ შემთბარი კარკადეს ჟელე.
3 ც. კვერცხი
2. სკ სიმინდის სახამებელი
1სკ. თხევადი დამატკბობელი
1 სკ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა
რმდენიმე წვეთი ვანილი
3 კარგად სავსე სკ ხაჭო
გავაცალკეოთ კვერცხის ცილა და გული. და გულს დავუმატოთ ხაჭო, სახამებელი, შაქრის შემცვლელი და ცედრა. ცილით ამივიყვანოთ ბეზე და ჩვენს ცომს შევურიოთ! ვაცხიბთ სილიკონის ფირაში! 180 გრადუსზე 35 წუთით!
ჟელეს ტორტი
30 გრ შვრიის ქატო
1 კვერცხი
120 გრ კრემხაჭო
7 გრ ჟელატინი
0,5 ჩ/კ კაკაო
შაქრის შემცვლელი, ვანილი გემოვნებით
1. ვაკეთებთ "ძირს" - კვერცხი და ქატო ავურიოთ ერთმანეთში და გავაჩეროთ 10 წუთი. შემდეგ გადავიტანოთ პატარა ზომის ფორმაში და გავუკეთოთ გვერდები (როგორც ფოტოზეა, ისე). გამოვაცხოთ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.
2. ჟელატინი გავხსნათ წყალში და შემდეგ შევათბოთ დაბალ ცეცხლზე (☝🏻 არ ავადუღოთ).
3. კრემხაჭოში ავურიოთ შაქრის შემცვლელი, ვანილი და დავამატოთ ჟელატინი. მასა გავყოთ ორად. ერთი ნაწილი დავასხათ გამომცხვარ და გაგრილებულ "ძირს" და შევდგათ მაცივარში, რომ ჟელატინიანი მასა გაცივდეს.
მეორე ნაწილს ვუმატებთ კაკაოს, ვასხამთ გაცივებულ ნამცხვარს და ვაბრუნებთ მაცივარში მის საბოლოო მომზადებამდე.
დასაშვებია მეორე - მონაცვლეობის ფაზიდან !!
შოკოლადის მაფინები
50 გრ უცხიმო ხაჭო ან 1 სავსე ს/კ კრემხაჭო
1 კვერცხი
1 ს/კ შვრიის ქატოს ფქვილი
1 ჩ/კ კაკაო
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
0,5 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
შაქრის შემცვლელი, ვანილი გემოვნებით
კვერცხი ავთქვიფოთ შაქრის შემცვლელთან ერთად.
ცალკე ავურიოთ ერთმანეთში მშრალი ინგრედიენტები, ჩავყაროთ კვერცხიან მასაში და კარგად ამოვურიოთ. ბოლოს დავამატოთ ხაჭო და ამოვურიოთ ისე, რომ მასა გახდეს ერთგვაროვანი.
ცომი გადავიტანოთ მაფინის ფორმებში და გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.
დასაშვებია მეორე ფაზის შერეულ დღეებში !!
შოკოლადის კექსი
1 კვერცხი + 1 კვერცხის ცილა
200 გრ კრემხაჭო
1 ჩ/კ კაკაო
2 ს/კ შვრიის ქატო
შაქრის შემცვლელი, ვანილი გემოვნებით << მეორე ფაზიდან.
1. ვინც მესამე ფაზაშია: იყენებს 2,5 ს/კ შვრიის ქატოს და შეუძლია ცომს დაუმატოს 50 გრ ვაშლის პიურე.
2. ვინც შეტევის ფასაშია: იყენებს 1,5 ს/კ შვრიის ქატოს და კაკაოს ცვლის 1 ს/კ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრით.
ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთმანეთში მიქსერით. ცომი გადავიტანოთ თერმოგამძლე კონტეინერში და გამოვაცხოთ მიკროტალღურში 5 წუთის განმავლობაში.
კოხტას "ზანგის ღიმილი" ანუ "ზანგის კბილები" !!
ბისკვიტი:
6 კვერცხი
400 გრ უცხიმო ხაჭო
6 ს/კ შვრიის ქატო
4 ს/კ ხორბლის ქატო
3 ს/კ სიმინდის სახამებელი
3 ს/კ უცხიმო რძის ფხვნილი
1 ს/კ გამაფხვიერებელი
2 ს/კ კაკაო
შაქრის შემცვლელი, ვანილი, კარამელის ან სხვა არომეტიზატორი, მუსკატის კაკალი გემოვნებით
კრემი:
500 გრ კრემხაჭო
შაქრის შემცვლელი, ვანილი გემოვნებით
ამოვიყვანოთ მიქსერით კარგად
კვერცხის გული და ცილა დავაცალკევოთ. გულები ავთქვიფოთ და დავამატოთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი, შაქრის შემცვლელის გარდა.
ცილა ამოვიყვანოთ ცალკე კარგად, როგორც ბეზე, შაქრის შემცვლელთან ერთად და ნელ-ნელა შევურიოთ კვერცხის გულიანი მასა, ისე რომ მიქსერი არ გავაჩეროთ.
ცომი გადავიტანოთ ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 45 წუთი. 40 წუთი ფორმას დავაფაროთ ფოლგა, ბოლო 5 წუთი მოვხსნათ.
გაგრილებული ბისკვიტი გავჭრათ ორად და წავუსვათ კრემი.
ძალიან მარტივი ხაჭოს ნამცხვარი
300 გრ კრემხაჭო
200 გრ შვრიის ქატოს ფქვილი
1 კვერცხი
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი სურვილისამებრ (რეცეპტში არ ეწერა)
შაქრის შემცვლელი, ვანილი გამოვნებით
(მესამე ფაზას შეუძლია დაამატოს 100 გრ ვაშლის პიურე)
ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთმანეთში კარგად, გადავიტანოთ საცხობ ფორმაში (უმჯობესია სილიკონი) და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 45-50 წუთის განმავლობაში.
А-ля "ნაპოლეონი" !!
ცომი:
1 კვერცხი
200 გრ უცხიმო კეფირი
5 ს/კ შვრიის ქატოს ფქვილი
2 ს/კ სიმინდის სახამებელი
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
შაქრის შემცვლელი, ვანილი გემოვნებით
ავთქვიფოთ კვერცხი. დავამატოთ შაქრის შემცვლელი, მწიკვი მარილი, გამაფხვიერებელი და ვანილი. შემდეგ ჩავასხათ კეფირი. ბოლოს დავამატოთ შვრიის ქატოს ფქვილი და სახამებელი.
შევწვათ ბლინები ორივე მხრიდან, ბამბით ზეითუნისზეთწასმულ ტაფაზე.
კრემი:
300 გრ უცხიმო რძე
200-300 გრ კრემხაჭო
2 ს/კ უცხიმო რძის ფხვნილი
1 ს/კ სიმინდის სახამებელი
შაქრის შემცვლელი, ვანილი გემოვნებით
რძე, რძის ფხვნილი, სახამებელი და შაქრის შემცვლელი გადავიტანოთ ქვებში და ვადუღოთ შესქელებამდე. გადმოვდგათ და გავაგრილოთ.
გაგრილებულ მასას დავამატოთ კრემხაჭო (თუ ტკბილი გინდათ ძალიან, შაქრის შემცვლელიც).
ბლინებს შორის სქლად წავუსვათ კრემი და მზა ტორტი შევინახოთ მაცივარში (უმჯობესია მთელი ღამით) !!
2-3 სხვადასხვა ფერის ჟელატინს მოვამზადებთ წინა საღამოს, ჟელატინი უნდა იყოს აუცილებლად უშაქრო. დავასხათ ჟელატინის ფხვნილს 250 მლ წყალი ვადუღოთ გაზზე სანამ არ გაიხსნება . ვასხამთ ფორმებში და ვტოვებთ ღამით მაცივარში, მეორე დილით კი ვჭრით კუბიკებად
ბისკვიტი:
4 კვერცი
4სკ სიმინდის სახამებელი
1ჩკ გამაფხვიერებელი
ვანილი
6სკ კრისტალური შაქრის შემცვლელი (შეიძლება აბების დაფხვნაც)
2 სკ შვრიის ქატო
2 სკ პროტეინის ფხვნილი (უმაგისოდაც გამოვა)
4 კოვზი რძის ფხვნილი
კვერცხის გული და ცილა გავაცაკლეოთ. და გავაკეტოთ ბეზე, ბეზეს დავუმატოთ შაქრის შემცვლელი შემდგომ ვუმატებთ კვერცხის გულებს და კარგად ვთქვიფავთ და ნელბელა ვუმატებთ წინასწარ ერთმანეთში არეულ მშრალ ინგრედიენტებს. ვასხავთ მრგვალ ფორმაში და ვაცხობთ 160-180 გრადუსზე 20-25 წუტით, და ღუმელსივე ვტოვებთ გასაგრილებლად ღუმელშივე.
ხაჭოს ფენა
500 გრ უცხიმო ხაჭო
300-400მლ რძე
200 მლ იოგურტი
ვანილი
შაქრის შემცვლელი გემოვნებით
30 გრ ჟელატინი
რძეში გავსხვათ ჟელატინი, ხაჭოს ავურიოთ ყველა ინგრედიენტი და დავასხათ ჯელატინიანი რძე და კარგად ავურიოთ. შემდგომ ვასხავთ ბისკვიტს რომელიც ფორმაშია და ვყრით კუბიკებად დაჭრილ ჟელატინებს ან მორთეთ ოგორც თქვენ გინდათ და მოათავსეთ 2-3 საათით მაცვარში გემრიელად მიირთვით მეორე ფაზიდან როგორც ცილის ისე ბოსტნეულის დღეს.
პასკა
4 ს/კ შვრიის ქატოს ფქვილი (ქატო დაფქვით ელექტორ ყავის საფქვავში)
3 ს/კ ხორბლის ქატო
1 კვერცხი + 1 ცილა
1,5-2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
220 გრ უცხიმო კეფირი
შაქრის შემცვლელი, სუნელები, ვანილი, გოჯი, ცედრა გემოვნებით.
ცილა ავთქვიფოთ ცალკე, შემდეგ დავუმატოთ გული და ყველა დანარჩენი ინგრედიენტი. ბოლოს ჩავასხათ კეფირი და დიდხანს ვთქვიფოთ მიქსერით.
ცომი გადავიტანოთ საშუალო ზომის საცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში 180-200 გრადუსზე. პერიოდულად შევამოწმოთ ჩხირით.
ხაჭოს პასკა (გამოცხობის გარეშე)
500 გრ უცხიმო ხაჭო
3 ს/კ კრემხაჭო
შაქრის შემცვლელი, ცედრა, გოჯი, ვანილი გემოვნებით (მესამე ფაზას შეუძლია კენკრაც ჩაამატოს)
(რეცეპტში არ ეწერა, მაგრამ ვფიქრობ ცოტა ჟელატინი უფრო კარგად შეკრავს მასას)
ყველა ინგრედიენტი დავაბლენდეროთ. დავუმატოთ ცედრა ან გოჯის მარცვლები და კარგად ავურით.
ავიღოთ საშუალო ზომის ფორმა (სილიკონის უმჯობესია, მარლა არ დაჭირდება), დავასველოთ მარლა და ორფენად ჩავაფინოთ ფორმაში. გადავიტანოთ მასა, დავადოთ თეფში და ცოტა სიმძიმე (მაგ. დიდი ვაშლი) და შევინახოთ მაცივარში მთელი ღამით.
"Must Bake" ხაჭოს ნამცხვარი !!
500 გრ უცხიმო ხაჭო
200 გრ კრემხაჭო
3 კვერცხი
2 ს/კ შვრიის ქატოს ფქვილი (აუცილებლად)
შაქრის შემცვლელი, ვანილი, არომატიზატორი გემოვნებით
ხაჭო და კრემხაჭო დავაბლენდეროთ კარგად. დავამატოთ ქატო და კვერცხი და კარგად ავურიოთ.
გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში !!
დასაშვებია პირველი ფაზიდან !!
ტორტი "Блин-блин-блин"
ბლინი:
100 გრ უცხიმო კეფირი
2 ს/კ შვრიის ქატოს ფქვილი
120 გრ წყალი
50 გრ სიმინდის სახამებელი ( ანუ დაახლოებით 2 არასავსე სუფრის კოვზი)
1 კვერცხი
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
შაქრის შემცვლელი, ვანილი, დარიჩინი, არომატიზატორი გემოვნებით
ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთმანეთში. წყალი დავამატოთ ნელა, რომ არ გათხელდეს ცომი ძალიან. გამოვაცხოთ ბლინები უცხიმოდ, "ტეფალის" ტაფაზე ორივე მხრიდან და გავაგრილოთ.
კრემი:
260 გრ უცხიმო ხაჭო
70 გრ უცხიმო კეფირი
შაქრის შემცვლელი გემოვნებით
გადავიტანოთ ჯამში და დავაბლენდეროთ. კრემი უნდა იყოს სქელი კონსისტენციის, ამიტომ კეფირი დავამატოთ ნელ-ნელა, რომ არ გათხელდეს.
შოკოლადი:
50 გრ უცხიმო კეფირი
15 გრ კაკაო
შაქრის შემცვლელი გემოვნებით
ავურიოთ ერთმანეთში და მზადაა !!
თითოეულ გაგრილებულ ბლინს კარგად წავუსვათ კრემი, ბოლოს მოვასხათ შოკოლადი და შევინახოთ მაცივარში რამოდენიმე საათით !! დასაშვებია მეორე ფაზიდან
"ალადუშკების" ორი რეცეპტი
#1
200 გრ უცხიმო ხაჭო
1 კვერცხი
2 ს/კ შვრიის ქატო
2 ს/კ უცხიმო რძე
1 ს/კ სიმინდის სახამებელი
შაქრის შემცვლელი გემოვნებით
#2
200 გრ უცხიმო ხაჭო
1 კვერცხი
2 ს/კ შვრიის ქატო
1 ს/კ ხორბლის ქატო
შაქრის შემცვლელი გემოვნებით
(თუ მასა სქელი გამოვიდა, დაუმატეთ 1 ს/კ უცხიმო რძე ან კეფირი)
ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთმანეთში კარგად. სველი ხელით გავაკეთოთ ბურთულები და გამოვაცხოთ "ტეფალის" ტაფაზე ორივე მხრიდან (უმჯობესია თავდახურულში)
დასაშვებია მეორე ფაზიდან.
Pancakes
2 სავსე ს/კ შვრიის ქატო
2 კვერცხის ცილა
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
3 ს/კ უცხიმო კეფირი
შაქრის შემცვლელი, ვანილი გემოვნებით
ცილა ამოვიყვანოთ ცალკე და შევურიოთ დანარჩენი ინგრედიენტები. გამოვაცხოთ ბლინები გახურებულ "ტეფალის" ტაფაზე (უმჯობესია ბლინის ტაფა) ორივე მხრიდან. ცხვება ძალიან სწრაფად, ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ არ დაიწვას !!
დასაშვებია მეორე ფაზიდან.
ტირმისუ
4 ს/კ შვრიის ქატო
2 კვერცხი
1 ს/კ კაკაო
200 გრ ძლიერი ყავა
230 გრ უცხიმო ხაჭო
80 გრ უცხიმო რძე
შაქრის შემცვლელი, ვანილი გემოვნებით
ბისკვიტი: კვერცხის გული და ცილა დავაცალკევოთ. ცილა ავთქვიფოთ ფუმფულა თეთრ მასამდე. კვერცხის გული შევურიოთ ქატოს და დავუმატოთ ცილოვან მასას კაკაოსთან, შაქრის შემცვლელთან და ვანილთან ერთად. ცომი გადავიტანოთ საცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.
მოვამზადოთ ძლიერი ყავა და გავაგრილოთ
კრემი: უცხიმო ხაჭო და რძე დავაბლენდეროთ შაქრის შემცვლელთან ერთად.
გაგრილებული ბისკვიტი დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად, დავნამოთ ყავით, ისე რომ კარგად გაიჟღინთოს. დავალაგოთ ფენები ერთმანეთზე (სურვილისამებრ 2-3 ფენა) და შუაში ბლომად წავუსვათ კრემი, ისე რომ ბოლო ფენა აუცილებლად კრემი იყოს. თავზე მოვაბნიოთ კაკაო და შევდგათ მაცივარში რამოდენიმე საათით (უმჯობესია მთელი ღამით) !!
დასაშვებია მეორე ფაზიდან.
ვაფლი
5 ს/კ შვრიის ქატოს ფქვილი (იფქვება ელექტრო საფქვავში)
2 კვერცხი
3 ს/კ უცხიმო კეფირი
50 გრ უცხიმო ხაჭო
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
2 ს/კ სიმინდის სახამებელი
შაქრის შემცვლელი, ვანილი, არომატიზატორი გემოვნებით
კვერცხი ავთქვიფოთ შაქრის შემცვლელთან ერთად. დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად დავაბლენდეროთ. ვაფლის საცხობს წავუსვათ ბამბით ზეითუნის ზეთი და გამოვაცხოთ.
დასაშვებია მეორე ფაზიდან.
ქათმის ფილეს ფარში შეასუნელე ხმელი ქინძით, ქონდარით, წიწაკითა და მარილით. მოთუშე ტაფაზე, შემდეგ დაამატე 2-3 სუფრის კოვზი გატარებული პომიდროი, სურვილისამებრ (ძალიან უხდება) სანელებლებიანი კეჩუპი, ჩაახეხე სტაფილო დაამატე შავი წიწკა და ცოტახანი მოითუშოს, შემდეგ დაამატე 1 ცალი ათქვეფილი კვერცხი და სულ ურიე მომზადებამდე, მარილი დაამატე გემოვნებით. ძალიან გემრიელია (სტაფილოს გარეშე პირველ ფაზაშიც შეიძლება).
მეორე სალათის ფურცლები და სტაფილოა (შეძლება ნებისმიერი სხვა ბოსტნეულის და მწვანილების დამატებაც), მარილი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მეორე ფაზა.
А-Ля "ნაყინოვანი კანფეტები"
200 გრ უცხიმო ხაჭო
6 ს/კ უცხიმო რძის ფხვნილი
შაქრის შემცვლელი, არომატიზატორი, ვანილი გემოვნებით, 1 ჩ/კ კაკაო - სურვილისამებრ.
გადავიტანოთ ხაჭო ჯამში, დავამატოთ შაქრის შემცვლელი, არომატიზატორი და ვანილი (კაკაო) და კარგად დავაბლენდეროთ. ნელ-ნელა ჩავამატოთ რძის ფხვნილი, ისე რომ ბლენდერი არ გამოვრთოთ (ყველაფერს ვაბლენდერებთ სითხის გარეშე). მივიღებთ კრემისებურ მასას, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას ნამცხვრებისა და ტორტებისათვის.
გადავიტანოთ მასა ფორმებში და გავყინოთ საყინულეში - მივიღებთ ნაყინ-კანფეტს !!
მას, ვისაც ძლიერი ბლენდერი აქვს, შეუძლია გაყინული "კანფეტები" ხელმეორედ დააბლენდეროს და მიირთვას, როგორც "ნაყინი" !!
ყავის და შოკოლადის ბლომანჟე!
უგემრიელესიი!
2ჭიქა რძეში ჩავყრით 40 გრ.ჟელატინს,გვაჩერებთ 40 წუთი. შემდეგ გვაცხელებთ,რომ გადნეს ჟელატინი. ძალიან კარგად გავაბლენდერებთ 400 გრამ ხაჭოს+1სავსე ჩ.კ უნალექო ყავა+ვანილი,შევურევთ ჟელატინსდა ისევ კარგად გავაბლენდერებთ.ცალკე გავთქვეფთ 2კვერცხის ცილას,მწიკვ მარილთან ერთად ბეზეს მიღებამდე და ფრთხილად მიქსერის და ბლენდერის გარეშე შევურევთ ხაჭოს მასას ისე,რომ ბოლომდე ერთმანეთს შეერიოს+3 სუფრის კოვზი ჰუქსოლის თხევადი დამატკბობელი.ჩავასხათ ფორმაში და შევდგათ საყინულეში,რომ უცბად გამაგრდეს.ამასობაში:
2ჭიქა რძეში ვყრით ისევ 40 გრ.ჟელატინს და ვაჩერებთ 30-40 წთ.მასაც მივიყვანთ გცხელებამდე და ნხევარ ჭიქაში კარგად გავხსნით 2ჩ.კ კაკაოს! შევურევთ დანარჩნ რძეს+ერთი სავსე ჰუქსოლის ხუფი+ვანილი.კარგად რომ შეგრილდება დავასხავთ უკვე გამაგრებულ ხაჭოს მასას
ასეთი გემრიელი ჯერ არ გამოსულა! არადიეტის დროსაც ფანტასტიურია :)) სინჯეთ გოგოებო არ ინანებთ! დოზები დაიცავით ხუსტად და გამოგივათ ფანტასტიური.თუ კაკაოს მაგივრად ზედა ფენასაც ყავას გაუკეთებთ,მაშინ პირველ ფაზაშიც გამოდგება.
მადამბოვარი
სოკო მოვშუშე ხახვთან ერთად, ცალკე ფარში საქონლის ისიც ხახვთან ერთად... ორივე შევაზავე მარილით და პილპილით ისე რომ ცალცალკე რო გასინჯავ გემრიელის იყოს... ფენებად დავაწყვე ჯერ ფარში, მერე სოკო, მერე მოხარშული კვერცხი დაჭრილი, დუკანური ყველი ან პრეზიდენტის ხაჭო ( ლურჯი ფერის) , დაჭრილი პამიდორი, ცოტა მარილი და მწვანე ხახვი... შევდოთ ღუმელში სანამ თავი არ მოებრაწება
შოკოლადი !!
10 გრ ჟელატინი
1 ჩ/კ კაკაო
3 ს/კ უცხიმო რძის ფხვნილი
100 გრ უცხიმო რძე
შაქრის შემცვლელი გემოვნებით (ფხვნილი ან ტაბლეტი)
1. ჟელატინი გავხსნათ ცოტა რძეში
2. რძის ფხვნილი მოვხალოთ მშრალ ტაფაზე, გაოქროსფერებამდე. დავამატოთ კაკაო და შაქრის შემცვლელი და კარგად ავურიოთ.
3. რძე გავათბოთ, შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები და ჟელატინი და დავაბლენდეროთ. შეგიძლიათ დაუმატოთ არომატიზატორი.
4. შოკოლადის მასა გადავიტანოთ ფორმაში და შევინახოთ საყინულეში რამოდენიმე საათით.
ტრუფელები
5 ჩ/კ კაკაო
1 ჩ/კ ხსნადი ყავა
3 ს/კ უცხიმო რძის ფხვნილი
4 ს/კ უცხიმო რძე ან კეფირი
შაქრის შემცვლელი, არომატიზატორი გემოვნებით
რძეში გავხსნათ შაქრის შემცვლელი, კაკაო და ყავა. შემდეგ დავამატოთ რძის ფხვნილი თითო-თითოდ და ყოველი კოვზის ჩაყრისას კარგად ავურიოთ, რომ გაიხსნას და გავაჩეროთ 3-4 წუთი, რომ რძის ფხვნილი გაფუვდეს. დავამატოთ არომატიზატორი გემოვნებით.
სველი ხელით გავაკეთოთ კანფეტები და კარგად გავაშროთ და რასაც შევჭამთ ხომ შევჭამთ და დანარჩენი შევინახოთ მაცივარში !!
ქამა სოკო ბოსტნეულით
ქამა სოკო - 100 გრ (მოხარშული)
ხა ხვი - 4 თავი
კი ტრი - 1 ცალი
სტაფილო - 3 ცალი
პომ იდორი - 6 ცალი
ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
ყვავილო ვანი კომბოსტო - 200 გრ
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
მარილი - გემოვნებით
პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
ხახვი დავჭრათ ნახევარრგოლებად, კიტრი, სტაფილო და წიწაკა კუბიკებად. პომიდორი დავმდუღროთ,
გავაცალოთ კანი და დავჭრათ ნაჭრებად. ქამა სოკო დავჭრათ ნაჭრებად. ყვავილოვანი კომბოსტო
დავშალოთ და სტაფილოსთან ერთად მოვხარშოთ მარილიან წყალში. ყველა ბოსტნეული შევურიოთ
ერთმანეთს, მოვაყაროთ პილპილი და ავურიოთ.