Friday, October 28, 2016

პუდინგი


ჩემო ლამაზო და მოწადინებულო დუკანელებო,მინდა ერთი პრაქტიკული რჩევა მოგცეთ.ყველას გვინდა დიეტა სასიამოვნო და გემრიელი გავხადოთ,მაგრამ ამისთვის ხან დრო არ გვაქვს,ხან განწყობა.როდესაც ამ ორ ფაქტორს უკან ჩამოიტოვებთ იყიდეთ ლიტრი რძე,გაყავით ორ ნაწილად,გამთბარში ჩაყარეთ ჟელატინი+ ვანილი+ დამატკბობელი+ არომატიზატორი და მიიყვანეთ ადუღებამდე,შემდეგ გააციეთ მაცივარში,ეს კრემ- პუდინგი გამოგივათ.მეორე ნაწილი რძისაც შეათბეთ,დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი რძის ფხვნილი+2 ს.კ.კაკაო+1 ს.კ.სიმინდის სახამებელი+ ვანილი+ დამატკბობელი. დააბლენდერეთ რომ ყველაფერი კარგად გაიხსნას და შემდეგ აადუღეთ დაბალ გაზზე.ესეც ჩვენებური ნუტელა გამოგივათ.ერთი ლიტრი რძისგან ერთი კვირის სამყოფი გემრიელობა გამოგივათ.სურვილისამებრ შეგიძლიათ ისინი ბლინებზე,ნამცხვრებზე,ალადებზე წასასმელად გამოიყენოთ,ან არადა მიირთვათ,როცა ტკბილი მოგინდებათ.გემრიელად მიირთვით.




დოზა დღეში 2 ჩაის კოვზი

No comments:

Post a Comment