
ინგრედიენტები:
ქათამი 1.6 კგ
ხახვი 1/2 კგ
ხმელი ქინძი, დაფქული 2 ს.კ
ხმელი რეჰანი 1 ს.კ
შავი პილპილი 1 ჩ.კ
მარილი
ქინძი 2 კონა
ნიორი 4 კბილი
წყალი 150 მლ
ქათამი გარეცხეთ, შეაშრეთ, დაჭერით ნაჭრებად. დააყარეთ მარილი, ყველანაირო სუნელი, ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ ქვაბში ან ღრმა ტაფაში, დაასხით წყალი და თავზე დააფარეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე და ამზადეთ დაახლოებით 50-60 წუთი, სანამ ქათამი არ ჩარბილდება.
მომზადებამდე 15 წუთით ადრე, დაამატეთ დაჭრილი ქინძი და ნიორი.
No comments:
Post a Comment