Monday, October 31, 2016

შირატაკის მაკარონი ქათმით



მასალა:
• 1 შირატაკი
• 0,5 კგ კუბებად დაჭრილი ქათმის ფილე
• წვრილად დაჭრილი ნახევარი თავი ხახვი
• 1 დიდი სტაფილო
• წვრილად დაჭრილი 1 კონა ნიახური
• მარილი და წიწაკა გემოვნებით
• მწვანე ხახვი მოსართავად
• დაფქული წითელი წიწაკა მოსართავად


სოუსის მასალა

• 2 სკ ზეითუნის ზეთი
• 1 კვერცხი
• 1 სკ ლიმონის წვენი
• 0,5 ჩკ დაფქული მდოგვი
• 0,5 ჩკ დაფქული ნიორი
• მარილი წიწაკა გემვნებით

მომზადება
მოხარშეთ ფილე, გააგრილეთ და დაჭერით კუბიკებად. ტაფას ფუნჯით გადაუსვით ზეითუნის ზეთი და კუბიკები დააწითლეთ. გამდინარე წყალში გაავლეთ შირატაკის მაკარონი, ადუღეთ 5-8 წუთი და გააგრილეთ. მოშუშეთ ხახვი ცხიმწასმულ ტაფაზე, დაამატეთ ცოტა წყალი, სტაფილო და ნიახური. მოთუშეთ 7-10 წუთის განმავლობაში. სოუსისთვის ყველა ინგერდიენტი დააბლენდერეთ. აურიეთ ერთმანეთში ქათამი, შირატაკის მაკარონი, მოთუშული ბოსტნეული და სოუსი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. დადგით გაზქურაზე 5 წუთით, გამუდმებით ურიეთ და გამორთეთ. მორთეთ კერძი მწვანე ხახვით.

No comments:

Post a Comment